ვაჟა ფშაველას „გველის მჭამელმა“ ავტორში აღძრა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ჭაბუკური აღტაცება და ხედვა, რომელმაც საბოლოოდ აარჩევინა ცხოვრების გზა და წარმართა იგი. „ეს წიგნი ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, რომლის შეცვლა აღარავითარ ძალას არ შეუძლია, ხოლო რომელში შეღწევის სურვილი მიცხოველებს მაშინდელ ხალისს ცხოვრებისა და შემოქმედების. იქნებ, ამ წიგნმაც გაუწიოს მეგზურობა ქართველ ახალგაზრდებს. და თუ რომელიმემ მაინც მიაგნო თავის გზას ამ წიგნის კითხვისას, ჩავთვლი, რომ ამაოდ არ დავშვრი.“[1]
